თურქეთში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

​თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ერთი კვირის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობებზე დაშვებული იქნება დროშები.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარ ორ დამანგრეველ მიწისძვრას 2000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 11 000-ს აღემატება. ნანგრევებში ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.

 

მსგავსი თემები