„ეს არ არის ევროპული გზა, არამედ სასიკვდილო განაჩენი“ – ევროპარლამენტარი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აკეთებს. როგორც ის აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ევროპული გზა, ეს არის სასიკვდილო განაჩენი.

„თბილისის, საქართველოს, სასამართლომ არ გამოიჩინა მოწყალება და თანაგრძნობა მძიმედ ავადმყოფი, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ. ეს არ არის ევროპული გზა, არამედ სასიკვდილო განაჩენი ოპონენტისთვის”,- წერს ის.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები