„ბრავო, ბრავო, არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე

მიხეილ სააკაშვილის დედის – გიული ალასანიას განცხადებით, მოსამართლისგან მას სხვა გადაწყვეტილების იმედი არც ჰქონდა.

„ბრავო, ბრავო, არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ. არანაირი სხვა მოლოდინი არც მე მქონია და არც ჩემს შვილს, იმიტომ, რომ ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა ყოფილიყო. არანორმალურები უნდა ვიყოთ, რომ სხვა მოლოდინი გვქონოდა. მშვენივრად ვიცით რა პირობებშიც გვიხდება ცხოვრება. ერთადერთი მოკავშირე ამ ხელისუფლებას ჰყავს რუსეთში. ეს არის დღეს რეალობა. მთელი პროგრესული კაცობრიობა არის ჩემი შვილის მხარეს. ახლა იქნება სტრასბურგი“, – განაცხადა გიული ალასანიამ სასამართლოს დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

 

მსგავსი თემები