,,გეგმა უკავშირდება მოქმედებას, საპროტესტო მოძრაობას და სახალხო პროცესს”- ლევან ხაბეიშვილი

,,კარგია, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ფაქტობრივად, უკვე ბოლოში გავიდა პროცესი და დღეს იქნება თუ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილების გამოცხადება მოუწვეს მოსამართლეს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” აპირებს ბრძოლას გამარჯვებამდე.

„მოსამართლეს მოუწევს ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთებას. ის აკეთებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, რომლის შესაბამისადაც, ყველა მტკიცებულება არსებობს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი იქნას გადაყვანილი იმ ქვეყანაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნება საფრთხე. იცით, რომ მზად არის, მაგალითად, პოლონეთის ხელისუფლება, თავად უზრუნველყოს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება, მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე აიღოს პასუხისმგებლობა. მეორეა, რომ მოსამართლემ მიიღოს პოლიტიკურად ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ცხადია, იქნება კრემლიდან, ბიძინა ივანიშვილის გავლით. ეს ორი არჩევანია გასაკეთებელი და დაველოდოთ. გეგმა უკავშირდება მოქმედებას, საპროტესტო მოძრობას და სახალხო პროცესს. ცხადია, საზოგადოებას ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება. ცხადია, ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები