,,გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო, მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა”- ილია მეორე ერდოღანს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპულების გამო თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უსამძიმრებს.

„მსოფლიო შეძრა 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ. სტიქიას ემსხვერპლა საქართველოს მოქალაქეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ დიდ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო. მიიღეთ ჩვენი გულითადი თანაგრძნობა და გთხოვთ, სამძიმარი გადასცეთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ქვეყანას ვუსურვებ მშვიდობას, მხნეობას, დაშავებულთა გამოჯანმრთელებას და ვითარების დროულად გამოსწორებას. ღმერთი მშვიდობისა იყოს თქვენთან და ყოველთა თანა ამინ“, – ნათქვამიასაპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი თემები