,,პენიტენციურიც და ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება“- შალვა ხაჭაპურიძე

,,მთავარია, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,პენიტენციურიც და ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება“.

„საუბარი გვექნება დიაგნოზებზე, რითაც შესაბამის მოთხოვნას დავაყენებთ. ასევე საუბარი გვექნება სამხარაულის დასკვნაზე, დარღვევებზე, რაც მათ დასკვნებში იქნა აღმოჩენილი.

რაც შეეხება გასვლით სხდომას, ამაზეც ვიმსჯელებთ, რამდენიმე წუთში მივიღებთ გადაწყვეტილებას, შევხვდები კოლეგებს.

მთავარია, რომ ამ პროცესს არ უნდა ჰყავდეს წაგებული, ეს პროცესი ორივე მხარემ უნდა მოიგოს, საქართველომ უნდა მოიგოს. აქ წყდება ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი. პენიტენციურიც და ყველა დამარცხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში მოკვდება“ , – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს.

მსგავსი თემები