თურქეთში მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვირს შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალქე დაიღუპა.

„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ.

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში დღეს, გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში 912 ადამიანია დაღუპული და 5 385 დაშავებული.

მსგავსი თემები