,,მიშა სააკაშვილი არის საქართველოს ისტორია და არ იმსახურებს, „ვივამედის“ კლინიკაში ასეთ მდგომარეობაში იყოს”- გიორგი სააკაშვილი

,,დღეს ან ვირჩევთ ევროპას და ვაჩვენებთ, რომ ვართ სრულფასოვანი ქვეყანა, ან ყველგან წარვდგებით სირცხვილით, ვინაიდან მიშა სააკაშვილი არის საქართველოს ისტორია და არ იმსახურებს, „ვივამედის“ კლინიკაში ასეთ მდგომარეობაში იყოს,”- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ამ დიაგნოზების მქონე ადამიანი უკვე თავისუფლებაზე იქნებოდა.

„ვხედავთ, თავიდან როგორ გაიწელა სასამართლო პროცესი და შემდეგ დაჩქარდა, თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. დღეს ან ვირჩევთ ევროპას და ვაჩვენებთ, რომ ვართ სრულფასოვანი ქვეყანა, ან ყველგან წარვდგებით სირცხვილით, ვინაიდან მიშა სააკაშვილი არის საქართველოს ისტორია და არ იმსახურებს, „ვივამედის“ კლინიკაში ასეთ მდგომარეობაში იყოს. ჩვენ მოვისმინეთ დღეს, რომ პოლონეთის მთავრობა მზად არის, გამოუშვას თვითმფრინავი და მიშას გვერდზე დაუდგეს. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ უნდა მივცეთ მას სიცოცხლის უფლება. მე კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, მივმართო მოსამართლე გიორგი არევაძეს, გააკეთეთ სწორი არჩევანი, თქვენ ეს აქამდეც შეგეძლოთ. ამერიკელი ექსპერტების იმდენი დასკვნა არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე.

არ გავჩერდებით, ბრძოლა გრძელდება. დღეს ყველანაირ პასუხს ველოდები. დაჩქარებულ რეჟიმში მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა დაჩქარებული წესით განიხილონ მიშა სააკაშვილის მდგომარეობა. ყოველ წუთს აქვს მნიშვნელობა, რომ იგი გადარჩეს. ჯერ დაველოდოთ გადაწყვეტილებას, წინასწარ რთულია ლაპარაკი. ჩვენც მძიმე მდგომარეობასა და სტრესში ვიმყოფებით. ნებისმიერ ქვეყანაში ამ დიაგნოზების მქონე ადამიანი უკვე თავისუფლებაზე იქნებოდა. 17:00 საათზე მივმართავთ ყველა ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სააკაშვილის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი, წინსვლა, ვიანიდან ჩვენ უნდა შევდგეთ სრულფასოვან ქვეყნად. მინდა, მჯეროდეს, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მსგავსი თემები