თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 641-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 245 ადამიანი თურქეთის შვიდ პროვინციაშია დაღუპული, 237 სირიის მხარეს. ორივე ქვეყანაში, დაშავებულია ათასობით ადამიანი.

მსხვერპლთა რიცხვი გაიზრდება. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციები. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 4:17 საათისთვის მოხდა, ეპიცენტრი მიწისქვეშ თითქმის 18 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მსგავსი თემები