,,ერთადერთი სურვილი მაქვს შენთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეუღლეს დაბადების დღეს  ულოცავს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემო ძვირფასო, მინდა მადლობა გადაგიხადო. იმისთვის, ვინც ხარ ჩემს ცხოვრებაში. ახლა აქ ყოფნისთვის.

უკრაინის რწმენისა და გამარჯვებისთვის. ჩემი გაძლიერებისთვის, მთელი ამ წლებისთვის, საათებისთვის, წუთებისთვის… და კიდევ ერთხელ ამ წლისთვის. იმისათვის თუ, როგორ წარმოადგენ უკრაინას.

მადლობა ჩვენი მშვენიერი ბავშვებისთვის. გილოცავ დაბადების დღეს.

ერთადერთი სურვილი მაქვს შენთვის. დაე, უფრო ადრე დადგეს თქვენს ცხოვრებაში გამარჯვების დღე…

ყველა ადამიანის ცხოვრებაში! გილოცავ სიყვარულით! შენი ვოლოდიმირი,“ – წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები