თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა.

სირიის მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 100, ხოლო დაშავდა ასობით ადამიანი.  მედიის ცნობით, უამრავი ადამიანი ამ დრომდე შენობების ნანგრევებშია მოყოლილი.

თურქეთში ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა.

მსგავსი თემები