თურქეთში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას აღწევდა.

სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან იყო.

მიწისძვრის შედეგად, დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი.

სტიქიას მოჰყვა ნგრევა. ვრცელდება ცნობები, რომ რამდენიმე შენობის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები.

მსგავსი თემები