,,დღესავით ნათელია, არა მარტო გვეკუთნოდა კანდიდატის სტატუსი, არამედ მოლდოვაზე და უკრაინაზე წინ ვართ”- ირაკლი კობახიძე

,,დღესავით ნათელია, არა მარტო გვეკუთნოდა კანდიდატის სტატუსი, არამედ მოლდოვაზე და უკრაინაზე წინ ვართ” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით,  საქართველო მოლდოვას პრაქტიკულად ყველაფერში უსწრებს, მათ შორის ფუნდამენტურ საკითხებში.

„რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას; მოლდოვას პრაქტიკულად ყველაფერში ვუსწრებთ, ნებისმიერი კრიტერიუმით, მათ შორის არის ე.წ, ფუნდამენტური საკითხები, რაშიც ყველგან წინ ვართ და ასევე, არ შედარებით მეორეხარისხოვანი თემები, იქაც ვუსწრებთ მოლდოვას, ანუ მოლდოვას ყველაფერში ვუსწრებთ. ძალიან დიდია და თვალსაჩინოა ის სხვაობა, რაც არსებობს საქართველოსა და მოლდოვას შორის.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინასთან დაკავშირებით გვესმის, რომ ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და გარკვეულ სფეროებში მას სჭირდებოდა, ასე ვთქვათ, ხელის წაკვრა. რასაც ვხედავთ, მაგალითად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, უკრაინა არის ჩვენზე წინ, ამის არ უნდა შეგვშურდეს. ბუნებრივია, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ამის გამო, გარკვეული შეღავათი მიიღო ქულებით შეფასებისას. ეს არც შურის საგანია და არც არაფრის. აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენ არა მარტო გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, არამედ ვართ ამ ქვეყნებზე წინ. აქედან გამომდინარე, თუ იქნება დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება ევროკომისიისვე ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, საქართველოს აუცილებლად მიენიჭება დეკემბერში კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები