,,განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“- ოლივერ ვარჰეი

,,ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე,” – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს.

მისი თქმით, დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ავსებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით ევროკავშირის 2022 წლის მოსაზრებას.

„დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანალიტიკური ანგარიში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან, რომელიც ავსებს ჩვენს წინა, 2022 წლის მოსაზრებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით.

ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე“, – წერს ევროკომისარი.

მსგავსი თემები