,,მივესალმებით, თუ რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა მოხდება”- ირაკლი ზარქუა

,,მივესალმებით, თუ მოხდება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ,” – ასე ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა  გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოსთან ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, “ტანგოს საცეკვაოდ ორია საჭირო”.

,,მილიონამდე ეთნიკურად ქართველი არის რუსეთის მოქალაქე. დღეს რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ შემოვიდნენ ქვეყანაში და არ არიან შეზღუდულები. მივესალმებით, თუ მოხდება რუსეთთან პირდაპირი რეისების აღდგენა. რაც შეეხება ტანგოს, ტანგოს წინა ხელისუფლებასთან ცეკვავდნენ და ამის თაობაზე, არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის არჩევნების პერიოდში, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ჰქონდათ – ვინ ვის როგორ აბრალებდა რუსული ინტერესების გატარებას. ცხადია, რომ ტანგოს სააკაშვილის რეჟიმთან ცეკვავდნენ, ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავთ”, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები