აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯო ბაიდენის სახლი გაჩხრიკა

საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის შესაძლო დარღვევის საქმეზე, აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სახლში, რომელიც დელავერის შტატში მდებარეობს, ჩხრეკა ჩაატარა.

ბიბისის ინფორმაციით, ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა და ფედერალურ ბიუროს პრეზიდენტის სახლში წესების დარღვევით შენახული საიდუმლო დოკუმენტები არ აღმოუჩენია.

ჯო ბაიდენის ადვოკატის განცხადებით, ჩხრეკა პრეზიდენტის ნებართვით ჩატარდა, თუმცა, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პროცედურა წინასწარი საჯარო შეტყობინების გარეშე განხორციელდა და მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საიდუმლო დოკუმენტები გასული წლის ნოემბერში პენ ბაიდენის ცენტრში აღმოაჩინეს. შემდეგ დამატებითი საიდუმლო დოკუმენტები ჯო ბაიდენის კიდევ ერთ სახლში, ვილმინგტონში დეკემბერსა და იანვარში ჩატარებული ჩხრეკისას აღმოჩნდა.

მსგავსი თემები