საფრანგეთში, 10 თვის წინ გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

საფრანგეთის პოლიციამ 2022 წლის აპრილში გაუჩინარებული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკარგული კაცის ცხედარი  ლუარა-ატლანტიკის მანქანების ნაგავსაყრელზე ნახეს.

“მათ გაიარეს 30 კილომეტრზე მეტი ნანტიდან, გადაიარეს მინდვრები, სანამ არ მივიდნენ ძველ ფარდულში, მიტოვებულ მანქანების ნაგავსაყრელთან. მსხვერპლი ჩააგდეს ორმოში, რომელიც დაფარული იყო ბეტონის ფილებით” ,- წერს ფრანგული მედია.

ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამომძიებლებმა ჯამში 19-დან 22 წლამდე ასაკის ექვსი ეჭვმიტანილი დააკავეს. სამი ფრანგი, ერთი გერმანელი, ერთი რუსი და ერთი ქართველი. სავარაუდო დამნაშევეებმა დანაშაული პოლიციაში აღიარეს.  დაკავებულთაგან სამს ავტომობილის დაწვას, სამს კი განზრახ მკვლელობას ედავებიან.

ადგილობრივი პრესის ცნობით, მოკლული ელბრუსი გარაჯაევი 30 წლამდე ასაკის იყო. ის საფრანგეთში თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა და ქვეყანაში მეუღლესთან და შვილებთან ერთად ორი წლის წინ ჩავიდა.

მსგავსი თემები