,,ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”- ვიტალი კლიჩკო

ქალაქ კიევის მერი საქართველოს მთავრობას უკრაინისათვის გენერატორების გადაცემის გამო მადლობას უხდის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილს უგზავნის.

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინისთვის ქართველი მეგობრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასეთ მძიმე დროს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით არის გამოწვეული.

„მსურს, გამოვხატო დიდი მადლიერება თქვენს მიმართ ღრმად პატივცემულო ბატონო მინისტრო და თქვენს მიმართ, ღრმადპატივცემულო ბატონო ელჩო, ზამთრის ამ კრიტიკულ მომენტში ოთხი მძლავრი გენერატორის გადმოცემისთვის. დარწმუნებულნი ვართ ჩვენს გამარჯვებაში და გეპატიჟებით ჩვენს გმირ ქალაქში ომის დასრულების შემდეგ“, – ნათქვამია ქალაქ კიევის მერის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.

 

მსგავსი თემები