,,ძალიან ცუდადაა…არ ვიცი როდემდე გაძლებს”- გიული ალასანია

კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დედა, გიული ალასანია მივიდა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა გუშინ ისევ დაკარგა გონება.

,,ისევ გონების დაკარგვის ეპიზოდი გამეორდა. ძალიან ცუდადაა. ეს პროცესები მიდის, ხვალ იქნება კიდევ პროცესი, გუშინ იყო, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ ვიცი როდემდე გაძლებს. ამდენი ხანი გაძლებს ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში?! ძალიან მეეჭვება, რა ვიცი. ეს მომდევნო კვირა აღარ დაილია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები