რუსეთი განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალები განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის. ასევე წარუმატებელ შეტევით მოქმედებებს აწარმოებს ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე.

უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერის რუსეთის თავდასხმა.

გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ სამი საჰაერო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, 60-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაშავებულები.

მათივე ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხი დარტყმა განახორციელეს მტრის ძალების კონცენტრაციის რაიონებზე, იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების მართვის სამ პუნქტზე და საბრძოლო მასალების ორ საწყობზე.

მსგავსი თემები