აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ბირთვული შეთანხმება, 2026 წლის შემდეგ შესაძლოა შეწყდეს

აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ბირთვული შეთანხმება, 2026 წლის შემდეგ შესაძლოა შეწყდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად შესაძლებელი სცენარია, რომ ახლანდელი შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ, ახალი აღარ დაიდოს.

“სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით ვაშინგტონის საკმაოდ გააზრებულ ქმედებებს, რომ იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ეგოისტური ინტერესებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ… START-იც ამ კურსის მსხვერპლი შეძლება გახდეს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ სცენარისთვის”, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

ცნობისთვის, რუსეთ-ამერიკის ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას ვადა 2026 წლის 4 თებერვალს გასდის.

მსგავსი თემები