დანიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიქსენი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

,,დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად, მიკოლაივის საავადმყოფოში დაჭრილ უკრაინელ დამცველებს ვესტუმრეთ.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც. მადლობელი ვარ ყველა იმ სამედიცინო მუშაკის, რომელიც ზრუნავს ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე. ვუსურვებ მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას!”, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები