,,რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ თვალთმაქცობას ყიდულობს, უკრაინული სისხლის სუნი არ აქვს“- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ომის პროპაგანდისტი უწოდა.

პოდოლიაკი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუს სპორტსმენებს ოლიმპიადებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით ადევნებს თვალს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს პლატფორმას რუსეთს გენოციდის პროპაგანდისთვის. თვალსაჩინოა, რომ რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ თვალთმაქცობას ყიდულობს, უკრაინული სისხლის სუნი არ აქვს“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

 

 

მსგავსი თემები