რძალი დედამთილს აივნიდან გადაგდებაში ადანაშაულებს – რა მოხდა ხულოში?

  ხულოში რძალი დედამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. რძალი ამტკიცებს, რომ მას დედამთილმა ხელი ჰკრა და აივნიდან გადააგდო. TV25-ის ინფორმაციით, სახლის მეორე სართულიდან ჩამოვარდნის შედეგად, ქალმა დაზიანებები მიიღო. ქალს ძალადობის კვალიც აღენიშნება.