ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო და ტერიტორიული საფრთხისგან დასაცავად საჰაერო შეზღუდვის ზონები დააწესეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საჰაერო სივრცის გარკვეულ მონაკვეთებზე “საჰაერო შეზღუდვის ზონები” დააწესეს. შესაბამის დადგენილებას ხელი ე.წ პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა მოაწერა.

დადგენილების ავტორების განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება “სამხედრო ან ტერორისტული სახის საფრთხეებისგან თავის დასაცავად მოხდა”.

დოკუმენტის თანახმად, საჰაერო გადაადგილების აკრძალვა შემდეგი დაწესებულებებს საჰაერო სივრცეს შეეხება: ადმინისტრაციული შენობების კომპლექსებს, ნაცნობ დიპლომატიურ თუ საკონსულო დაწესებულებებს და სახელმწიფო ორგანოების საჰაერო სივრცეებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო (მათ შორის რუსულ) ინფრასტრუქტურას, თავდაცვისთვის განკუთვნილ სამხედრო ინსტალაციებსა, სახელმწიფო მარაგების შემნახველ ადგილებსა და სამობილიზაციო რეზერვებს”

მსგავსი თემები