,,ნატო სრულად ჩართულია რუსეთთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია“- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო სრულად ჩართულია რუსეთთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია.

„ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ბლოკი სრულად ჩართულია ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირებაში და ეს დაპირისპირება მზარდია“, – განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, კიევი და დასავლეთი ყველაფრისთვის მზად არიან, რათა რუსეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ.

„თქვენ ევროკავშირისა და ნატო-ს მოქალაქეები ნამდვილად სულელები გგონიათ? თქვენ ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ ტანკების გაგზავნით, რომელსაც ადამიანები უნდა მოემსახურონ, როგორც უკრაინის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირების პუნქტების ჩამოყალიბებით, მათ შორის საზღვარგარეთ უკრაინული საელჩოების ბაზებზე, თქვენ არ წარმოადგენთ კონფლიქტის მხარეს?“ – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

მსგავსი თემები