,,ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა”- შალვა პაპუაშვილი

,,კობა ნაყოფიას განცხადება არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“ ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გადაწეროს ისტორია.

„ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა საკითხებზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გადაწეროს ისტორია. ცდილობს იმის შებრუნებასა და სხვა სახით წარმოდგენას, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით. ზოგადად, ტერმინი „ფარული ჩანაწერი“, თუკი დავფიქრდებით, ჩვენს ყოფაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს შემოვიდა. სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლი, უკანონო ჩაწერა და მოსმენა არის ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის რეჟიმს განსაკუთრებით ახასიათებდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას განცხადებით,  ნაყოფია ვერ გაიხსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ფარული ჩანაწერების გავრცელების ვერცერთ ფაქტს. ნაყოფიამ აღნიშნა, რომ ეს პარტიისთვის წითელი ხაზია.

მსგავსი თემები