მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებული ვერტმფრენი მიწას დაეჯახა

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებული Mi-8 ვერტმფრენი “მიწას დაეჯახა” მოსკოვთან ახლოს, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.

“ვნუკოვოზე დაშვებისას Mi-8 ვერტმფრენი პირებით მიწას დაეჯახა და დაზიანდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები”, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.

 

მსგავსი თემები