”უკრაინსკა პრავდა” ავრცელებს ვიდეოს, საიდანაც ირკვევა, რომ პარტია “ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო დუბაიში ისვენებდა. ჟურნალისტმა ტიმოშენკო ერთ-ერთ პლაჟზე დააფიქსირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოშენკო ხელოვნურ კუნძულ პალმ-ჯუმეირაზე მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “კემპინსკის” ნომერში ქმართან ერთად ცხოვრობდა.
უკრაინული მედია წერს, რომ ტიმოშენკო კიევში ხუთი დღის შემდეგ დაბრუნდა.