,,მინდა ვიხილო ბოდიში ნოვაკ ჯოკოვიჩისგან”- უკრაინის ელჩი ჩოგბურთელს მოუწოდებს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

ავსტრალიაში უკრაინის ელჩი ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.

ვასილ მიროშნიჩენკო პროვოკაციად აფასებს ჯოკოვიჩის მამის ქმედებას, რომელიც ღია პირველობაზე  ფოტოს იღებს გულშემატკივრებთან ერთად, რომლებსაც რუსეთის დროშები უჭირავთ ხელში.

„ვფიქრობ, მისთვის სპეკულაციების გასაქარწყლებლად მნიშვნელოვანია, გააკეთოს ძალიან ძლიერი განცხადება იმის შესახებ, თუ სად დგას იგი ამ ომში, და მინდა ვიხილო ბოდიშის მოხდა ნოვაკ ჯოკოვიჩისგან…რა თქმა უნდა, ვაჟი მამის ცოდვებზე პასუხს ვერ აგებს, მაგრამ შესაძლოა, მასაც იგივე აზრი ჰქონდეს, რაც მამამისს. ვფიქრობ, მსოფლიომ უნდა იცოდეს, სად დგას იგი“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

მომხდარს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ენტონი ალბანეზაც გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინის მიმართ ავსტრალიის მხარდაჭერა.

 

მსგავსი თემები