,,ძალაუფლების წყურვილი სტანჯავს და პარტნიორებსაც ეგოს კარნახით არჩევს”- ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილზე

„ტყუილია რომ კეზერაშვილს მხოლოდ საქართველოში დაბრუნება უნდა და პოლიტიკური სპექტრის კონტროლი – არა,” – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კეზერაშვილს ”ძალაუფლების წყურვილი სტანჯავს და პარტნიორებსაც ეგოს კარნახით არჩევს”.

„ტყუილია რომ კეზერაშვილს მხოლოდ საქართველოში დაბრუნება უნდა და პოლიტიკური სპექტრის კონტროლი – არა. ნახევარნაბიჯიანი ტყუილი.ჩვენთან კონფლიქტის ერთადერთი (სხვა არ არსებობს) მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მას ჩვენზე კონტროლი არ ჰქონია. კონტროლის სურვილით იმდენადაა შეპყრობილი, რომ ძალიან ძვირფასი სოციალური ქსოვილი დაგლიჯა და ურთიერთობები გააფუჭა.ჩვენთან ის ვერ ბლატაობდა და წესიერი, ერთმანეთის და საკუთარი თავის პატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობა მას არ შეუძლია.ცხადია სიტყვა ეთქმოდა. მაგრამ მის ჭკუაზე ბოკერია არ და ვერ გაივლიდა (კეზერაშვილისთვისვე იყო ცუდი, მისი ჭკუით სიარული). პატრონობა უნდოდა და არა პარტნიორობა ესაა მიზეზი რატომაც გადაკიდა ამდენი ხალხი ერთმანეთს ფულის გავლენით. მას რომ მხოლოდ სამშობლოში დაბრუნება სურდეს, ეგ უკვე მომხდარი იქნებოდა. ძალაუფლების წყურვილი სტანჯავს და პარტნიორებსაც ეგოს კარნახით არჩევს – ვინც “უჯერებს” და თავს ბოსად აგრძნობინებს, იმას ქაჩავს და სხვას ძირავს ხელოვნურად და ამიტომ სრიალდება”,- წერს ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი თემები