,,კინზინგერი გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან და ცდილობს საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძიე ადამ კინზინგერის განცხადებას  ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  მას ადრეც არაერთხელ გაუკეთებია სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები.

კობახიძის თქმით, კინზინგერს თავისი პრობლემები აქვს და ცდილობს, საქართველოზე გადმოიტანოს პიროვნული პრობლემები.

„თავის დროზე, კინზინგერი, ვიდრე ის იყო კონგრესმენი და, პრაქტიკულად, გარიცხავდნენ მას საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან პარტნიორობის ჯგუფის ხელმძღვანელი. წესით, ის კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის იმას, რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მან ეს არ იცის, რაც, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუ იცის და შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს, ე.წ. ფეიკს, ეს უფრო დიდი პრობლემაა. საზოგადოებამ განსაჯოს, რა დგას ამ ყველაფრის უკან. კინზინგერი არაერთხელ გამოირჩა ისეთი განცხადებებით, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, მათ შორის გვახსოვს მისი აგრესიული განცხადებები, რომლებიც ომის თემასთან იყო დაკავშირებული. ეს ყველაფერი ამ კაცისგან არ გვიკვირს, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელიც, პრაქტიკულად, გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან. შესაბამისად, აქვს თავისი პრობლემები და, ბუნებრივია, ცდილობს, საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

,,ჰეი, “ქართული ოცნება”, ხომ იცით, რუსეთი აგებს ომს”- ადამ კინზინგერი

 

მსგავსი თემები