,,აზერბაიჯანი ცდილობს რეგიონში ახალი ომის პროვოცირება მოახდინოს”- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანი ცდილობს, ჩაშალოს სამშვიდობო დღის წესრიგი, სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი და რეგიონში ახალი ომის პროვოცირება მოახდინოს.

მისივე თქმით, ომის პროვოცირებასთან ერთად, აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღიდან სომხების განდევნა სურს და  საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებს, რომ ლაჩინის დერეფანი არ დახურულა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბაქოს გეგმა ასეთია: ეკონომიკური, ფსიქოლოგიური ზეწოლა გარკვეულ კულმინაციამდე მიიყვანოს, რის შემდეგაც დერეფანი რამდენიმე დღით გაიხსნას მთიანი ყარაბაღის სომხების მასობრივი გამოსვლის მოლოდინით, შემდეგ კი დახუროს და გახსნას რამდენიმე დღით. ასე გაგრძელდება, ვიდრე უკანასკნელი სომეხი არ დატოვებს მთიან ყარაბაღს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი თემები