„ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია“- შალვა ხაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, სააკაშვილის ადვოკატებმა PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ.

ადვოკატის თქმით, მისი ნდობა კლინიკის მიმართ ნულის ტოლფასია.

„მე მინდა წარვადგენ PCR ტესტს, მინდა – არა. ასევე, ზურაბ ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდს არ ჩავაბარებ. მან ისიც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან 24-საათის განმავლობაში იმყოფება ექიმი ან ექთანიო, მაგრამ ასე არ არის. როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაუძახებს, ან რამე მედიკამენტი სჭირდება, ექიმი ან ექთანი მხოლოდ მაშინ შედის.

„ენას ძვალი არ აქვსო“ და ზურაბ ჩხაიძე რასაც უნდა იმას ლაპარაკობს. მათი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. დასხდნენ და თავიდან წერენ ავადმყოფობის ისტორიებს, რომლებიც სასამართლო პროცესზე გაჟღერდება. „ვივამედის“ მიმართ ჩემი ნდობის ფაქტორი ნულის ტოლფასია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი თემები