,,უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს”- პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დასავლურ ქვეყნებს კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს.

„ევროპული დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან მუდმივად ისმის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინაში შეიარაღების სხვადასხვა სისტემის, მათ შორის ტანკების გაგზავნა, არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან ნატო-ს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობას. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებს ალიანსი და ჩემ მიერ ნახსენები დედაქალაქები, აღიქმება, როგორც კონფლიქტში პირდაპირი ჩართულობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის იზრდება“, – განაცხადა პეკსოვმა.

ცნობისთვის, გუშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას „ლეოპარდი 2“-ის ტიპის 14 ტანკს გაუგზავნის. ამასთან, აშშ უკრაინას „M1 აბრამსის“ ტიპის 31 ერთეულ ტანკს გაუგზავნის.

მსგავსი თემები