,,არც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი! პუტინი ჩემთვის არავინაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

,,არც შეხვედრა მაინტერესებს, არც საუბარი… სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ (პუტინი) ჩემთვის არავინაა.”- ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მას არ ესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში.

„არ მინდა რუსეთის ტერიტორიაზე ბრძოლა. უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტონ ომი და რაც შეიძლება მალე დატოვონ ჩვენი ქვეყანა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიას, ომი გაჩერდება. სულ ეს არის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები