„გიორგი მუმლაძისგან მივიღე შემოთავაზება გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ”- დავით სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის განცხადებით, გიორგი მუმლაძისგან  შეთავაზება მიიღო. მუმლაძემ სააკაშვილს, გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავება შესთავაზა.

„გიორგი მუმლაძისგან მივიღე შემოთავაზება გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტის დაკავების შესახებ. დასამალი არ არის, რომ მიშას გათავისუფლებისთვის სხვადასხვა აქტივობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობ გიორგისთან, მის მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, რადგან მათი თავგანწირული და გულწრფელი ბრძოლა, ჩემი აზრით, რეალურ შედეგზეა ორიენტირებული.

ახლა ჩემი, ჩემი ოჯახის ფიქრები და განწყობები დაკავშირებულია მიშას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენასთან. შესაბამისად, მთლიანად ვართ კონცენტრირებული ჩვენი ოჯახისა და საზოგადოების დიდი ნაწილის ამ ეგზისტენციალურ პრობლემაზე. მინდა, მთელი გულით წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, ჩემი ხმა გიორგის.

შემოთავაზებას რაც შეეხება, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არაა მარტივი და დრო მჭირდება. აუცილებლად ჩავთვალე, ამის შესახებ თქვენთვის მემცნო“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.

მსგავსი თემები