,,რუსეთის საქართველოსთან კავშირის ისტორია, ეს არის ისტორია ღალატის, ოკუპაციის, ჩაგვრის, ზეწოლის”- კელი დეგნანი

,,უკრაინამ და საქართველომ ორივემ თავის თავზე გამოცადეს რუსეთის მოქმედება და ეს უნდა იყოს ის, რაც გააერთიანებს ამ ორ ქვეყანას,”- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, ორივე ქვეყანა დადგა საფრთხის წინაშე, რომ რუსეთს შეეძლო წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა, იდენტობა და კულტურა.

,,რუსეთის საქართველოსთან კავშირის ისტორია, ეს არის ისტორია ღალატის, ოკუპაციის, ჩაგვრის, ზეწოლის. ჩვენ კარგად ვხვდებით საქართველოს ძალიან სენსიტიურ მდგომარეობას, იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი ამ ქვეყნის მეზობელია. საქართველოს კარგად ახსოვს თავისი ისტორიიდან ის შეუსრულებელი პირობები, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც არ ასრულებს რუსეთი და არ გაჰყავს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და კიდევ მრავალი სხვა,”-განაცხადა ელჩმა “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში.

ელჩის განცხადებით, თუ საქართველო და უკრაინა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ეს სარგებელს მხოლოდ რუსეთს მისცემს.

მსგავსი თემები