პოლონეთში, 30 წლის ქართველი ტაქსისტი  არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს 

პოლონეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით  საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

30 წლის კაცის მიმართ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არასრულწლოვანმა გოგონამ პოლიციის განყოფილებას მიმართა და განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

საქართველოს მოქალაქე ქალაქ პოზნანში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.  გამოძახებაზე მისულმა მძღოლმა მოზარდი დანიშნულების ადგილის ნაცვლად, სხვა მისამართზე წაიყვანა, ავტომობილის კარი შიგნიდან ჩაკეტა და კლიენტთან ძალის გამოყენებით სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა.

არასრულწლოვანმა მეგობართან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნა მოასწრო, რის შემდეგაც მამაკაცმა ის გაათავისუფლა და გაიქცა.

 

მსგავსი თემები