ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ძლიერ ყინვებს ბოლო ორ კვირაში 158 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურა მინუს 34 გრადუსამდე დაეცა.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ცივი ზამთარია ქვეყნისთვის. მოსახლეობის დიდი ნაწილი „თალიბანის“ მმართველობის პირობებში, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება გათბობაზე, ქვანახშირზე, ღუმელსა და თბილ ტანსაცმელზე.

მსგავსი თემები