დააკავეს 74 წლის კაცი, რომელმაც აშშ-სა და უკრაინის საელჩოებში ასაფეთქებლის შემცველი ამანათები გაგზავნა

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ნოემბერსა და დეკემბერში უკრაინისა და აშშ-ის საელჩოებში, ასევე ესპანეთის რამდენიმე დაწესებულებაში ასაფეთქებლის შემცველი ამანათების გაგზავნაში ეჭვმიტანილი 74 წლის კაცი.

მედიის ინფორმაციით, კაცმა 24 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში უწყებებში ჯამში ასაფეთქებელი ნივთიერებების შემცველი 6 ამანათი გაგზავნა. ამანათები გაუგზავნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, სამთავრობო და ევროკავშირის ოფისებს, ასევე მადრიდში აშშ-სა და უკრაინის საელჩოებს. უკრაინის საელჩოში მოწყობილობის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. .

მედიის ცნობით, კაცი სავარაუდოდ, რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობს.

მსგავსი თემები