ევროპის ქვეყნები უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის გადაცემას განიხილავენ – მედია

”შპიგელის” ინფორმაციით, ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 80 ერთეული ტანკის ერთდროულად გადაცემის საკითხს განიხილავენ. მათივე ცნობით, იგეგმება ორი სატანკო ბატალიონის შექმნა, თითოეულში 40 ტანკით.

უკრაინისთვის ტანკების გადაცემას გეგმავენ ესპანეთი, პორტუგალია, ფინეთი, ნიდერლანდები.

მეორე სატანკო ბატალიონის ფორმირებისთვის უკრაინაში „ლეოპარდ 2“-ები გაიგზავნება პოლონეთიდან და ნორვეგიიდან.

„შპიგელის“ ინფორმაციით, 25 იანვარს, საღამოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გეგმავენ ერთობლივ სატელეფონო საუბარს შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციისთვის.

მსგავსი თემები