უკრაინელმა სამხედროებმა სოლედარი დატოვეს

უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის პრეს-სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ უკრაინული ძალების სოლედარიდან გამოსვლა დაადასტურა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით რუსული ძალები ამოწურა.

„პერსონალის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავდაცვის ძალები გავიდნენ სოლედარიდან, გამაგრდნენ მომზადებულ თავდაცვით ხაზებზე. მათ შეასრულეს დავალება: არ მისცეს მტერს გაერღვიათ ფრონტის ხაზის დონეცკის მიმართულება”,- განაცხადა ჩერევატმა.

მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა.

მსგავსი თემები