,,განცდა მაქვს, არესტოვიჩი კასიანოვმა ჩაანაცვლა, ხომ იცით, იმან როგორ დაამთავრა? მთავრობიდან გააბუნძულეს“- ირაკლი ზარქუა

,,მგონია, კასიანოვის განცხადება იმის საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად მისი ევაკუაცია მოხდეს,”– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა საგარეო უწყებას მოუწოდებს, კასიანოვს აუხსნან ”დიპლომატიის ანაბანა როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ისაუბროს”

„საქართველოში ის მოცემულობა გვაქვს შექმნილი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი დევნილები საქართველოში ბრუნდებიან. რატომ? აქ ხვდებათ კეთილგანწყობა როგორც ხალხის, ასევე მთავრობის მხრიდან. ამის შემდეგ ენა რომ მოგიბრუნდება და ასეთ განცხადებას გააკეთებ, რას ნიშნავს? ეს განცხადება უკრაინელ დევნილებს რომ ვუთარგმნოთ, მგონი, კასიანოვი მათი მოქალაქეებისგან დასაცავი გახდება. საგარეო უწყებას მოვუწოდებ, აუხსნან მას, დიპლომატიის ანაბანა როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა ისაუბროს. განცდა მაქვს, არესტოვიჩი კასიანოვმა ჩაანაცვლა. ხომ იცით, იმან როგორ დაამთავრა? მთავრობიდან გააბუნძულეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

მსგავსი თემები