„შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე…” აი, ამ „ობრაზშია” ჩემი “ხაბე”- ზარქუა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ „ყველა ავთანდილია რომ ჰკითხო, ტარიელი ერთი ჰყავთ“,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა  ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. ზარქუას თქმით, ხაბეიშვილმა ”თვითონაც იცის და მისმა მიმდევრებმაც, რომ რევოლუციის რესურსი არ აქვს.”

„წინასაახალწლოდ, პარლამენტს ერთმა ღვთისნიერმა კაცმა “ვეფხისტყაოსნები” დაგვირიგა საჩუქრად, ეტყობა ხაბეიშვილსაც შეხვდა და იქ არის ერთი  (ეპიზოდი) ხატაეთის ბრძოლის, „შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე…” აი, ამ „ობრაზშია” ჩემი “ხაბე” შესული და ეგ არის და ეგ, თორემ თვითონაც იცის და მისმა მიმდევრებმაც, რომ რევოლუციის რესურსი არ აქვს. მაქსიმუმ ეს შეუძლია, როგორც თვითონაც თქვა, რომ „გადავატრიალოთ, გადმოვატრიალოთ – ლოგინში”.

წინასაარჩევნო კამპანია აქვთ და რა სიტყვების წყობას დააბრეხვებს, ამაზე ნუ გავაკეთებთ აქცენტირებას, მივუშვათ. ყველა ავთანდილია რომ კითხო, ტარიელი ერთი ჰყავთ. თავიდან ბოლომდე ეს პარტია მოგვწონს თუ არა, გაკოტრებულია და დაცლილი ყოველგვარი რესურსისგან. „ხაბე“ რომ თავმჯდომარეობის კანდიდატია და ასე მგონია, რომ გამარჯვებულიც, ხომ წარმოგიდგენიათ იქ რაზეა საუბარი. გამოწვევებია მსოფლიოში და უბრალოდ, კარგ ხასიათზე რომ ვიყოთ, უნდა ვუყუროთ, მეტი არაფერი, რა დაგვრჩენია, რასაც ესენი ერთმანეთს უშვრებიან, პირდაპირი მნიშვნელობით, აქ სიტყვათა წყობა „უკეთებენ“ არ გამოვა”, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის,  ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

მსგავსი თემები