ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მივა. ანდრეი კასიანოვი მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდება.

მისი თქმით, საგარეო უწყებაში ის მიწვევის საფუძველზე მიდის და განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები იქნება.

„ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან“, – განაცხადა კასიანოვმა.

 

მსგავსი თემები