ფხენიანში კარანტინი გამოცხადდა – ქვეყანაში რესპირატორული დაავადების შემთხვევები იზრდება

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ფხენიანში 5 დღიანი კარანტინი გამოაცხადა. ქვეყანაში რესპირატორული დაავადების შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის განცხადებაში არ არის ნახსენები არცCOVID-19 და არც ვირუსის სახელწოდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლები უნდა დარჩნენ სახლებში და დღეში რამდენჯერმე გაიარონ ტემპერატურის სკრინინგი.

ამ დროისთვის უცნობია, შემოიღეს თუ არა ახალი შეზღუდვები ქვეყნის სხვა რეგიონებში.

მსგავსი თემები