ხმაურია ბახტრიონის ქუჩაზე – ერთ-ერთ ოჯახს ბინიდან გამოსახლება ემუქრება

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ხმაურია .ადგილზე აღსრულების პოლიციაა მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, მევახშის მოთხოვნით, ოჯახს ბინიდან გამოსახლება ემუქრება. ოჯახის მოთხოვნაა მევახშესთან მოლაპარაკება შედგეს.
ადგილზე მოქალაქეები არიან შეკრებილი და ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. მოქალაქეები სადარბაზოს კართან არიან გამაგრებული და ბიუროს თანამშრომლებს ბინაში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

მსგავსი თემები