ნოდარ ათუაშვილი დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთ სასაფლაოზე საიდუმლოდ დაკრძალეს

ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც 20 იანვარს საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო და ხუთი ადამიანი მოკლა, დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთ სასაფლაოზე საიდუმლოდ დაკრძალეს.

თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცნობისთივის, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი ყოფილი სამხედრო იყო, თამდამსხმელი 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. მან 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები