,,ბევრი სიტყვა და დაპირებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ყველამ, თავისუფალ სამყაროში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, რათა არა მხოლოდ ვუპასუხოთ რუსეთის რეგულარულ დანაშაულებს, არამედ რუსეთის ახალი კრიმინალური ქმედებები შეძლებისდაგვარად აღვკვეთოთ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ძალებმა ”ძალებმა უნდა შეინარჩუნონ ინიციატივა ომში”.

„სხვათა შორის, ტანკებზე ახლა ბევრს საუბრობენ. იმ თანამედროვე ტანკების შესახებ, რომელიც ჩვენ გვჭირდება და იმაზე, თუ როგორ უნდა შეივსოს ეს დეფიციტი. დიდი ძალისხმევა, ბევრი სიტყვა და დაპირებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა: ეს არ ეხება 5,10 ან 15 ტანკს. საჭიროება უფრო დიდია. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა დეფიციტის შესავსებად და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამაში გვერდში გვიდგას, თუმცა, დისკუსია უნდა დასრულდეს გადაწყვეტილებით. ჩვენს მოკავშირეებს აქვთ ტანკების საჭირო რაოდენობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები